ფეხბურთი

14:24 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიაში ქართველები ლიდერობენ

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, რიგის “სკონტომ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “დაუგავა” 5:0 გაანადგურა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ირაკლი კლიმიაშვილი მოედანზე 36-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლადო დათუნაშვილი – 75-ზე. ლევან ჭაჭიაშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “დაუგავას” 18-კაციან განაცხადში გიორგი დიაკვნიშვილი კი იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 30 ქულით ლიდერობს, ხოლო “დაუგავა” 24 ქულით მე-3 ადგილზეა.

“ვენტსპილსმა”, რომელშიც თორნიკე თარხნიშვილი ირიცხება, გასვლაზე იურმალას “სპარტაკს” 3:2 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ვენტსპილსი” 28 ქულით მე-2 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, ტურკუს “ინტერმა” შინ “როვანიემის” ვერ მოუგო. მასპინძლებში ირაკლი სირბილაძემ 90 წუთი ითამაშა. “ინტერს” 22 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 პოზიციაზეა.

იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-14 ტურში, “კაიანიმ” “კოოტეეპეე” მიიღო და 1:2 წააგო.

დისკვალიფიკაციის გამო, დამარცხებულთა 18 კაციან განაცხადში კახა სამსონია არ იყო, ხოლო გამარჯვებულებში, გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა.

“კოოტეეპეე” 23 ქულით 10 გუნდში მეოთხეა, “კაიანი” კი, 9 ქულით მეცხრე.

0.118619