ფეხბურთი

17:16 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გვალიამ "ურალში" ითამაშა

საინტერესო სიახლეა, რომ ლაშა გვალიამ რუსეთის პრემიერლიგურ "ურალში" ითამაშა. გეცოდინებათ, მან გასულ ზაფხულს გააფორმა კონტრაქტი ეკატერინბურგის კლუბთან, თუმცა რუსეთში ჩასვლას ვერ ახერხებდა – ვიზის პრობლემები წარმოიქმნა. გვალია თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. არც ის გამოდიოდა, რომ იჯარით რომელიმე ქართულ გუნდში ეთამაშა.

22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი უზბეკეთის "ლოკომოტივთან" ტესტ-მატჩში სასტარტოში გახლდათ. "ურალმა" 1:2 წააგო. გვალიას გუნდი პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა: მხოლოდ "ანჟის" უსწრებს, თუმცა სხვა გუნდებთან უმნიშვნელო ჩამორჩენა აქვს და დიდი შანსია, პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

შეხსენებისთვის, ლაშა გვალია ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" თამაშობდა. "დილაში" კარგად წარმოაჩინა თავი ევროტურნირებზე და ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.

0.125734