მარტვილის "მერანის" ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა ღონღაძე "ვიტ-ჯორჯიაში" ითამაშებს.
ლაშა ღონღაძე: "3 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ძალიან მეგობრული გუნდი დამხვდა, შევეცდები "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად წარმატებებს მივაღწიო.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობას და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს."
შეგახსენებთ, რომ ღონღაძის გარდა "ვიტ-ჯორჯიაში" ასევე ექს-მერანელი მეკარე ჯონი შეროზია ირიცხება.
ედემი ელერჯია