ფეხბურთი

16:29 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლარსონმა "სანდერლენდთან" გაახანგრძლივა

 

შვედეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სებასტიან ლარსონმა "სანდერლენდთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 28 წლის ფეხბურთელს "შავ კატებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურებოდა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე შვედ ფეხბურთელს "სტოკსაც" უკავშირებდნენ.

"მოხარული ვარ ახალი კონტრაქტით. კლუბიდან წასვლა არ მსურდა, რადგან მინდოდა "სანდერლენდის" ნაწილი ვყოფილიყავი. მოუთმენლად ველოდები შემდეგი სეზონის დაწყებას" _ ციტირებს ლარსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სებასტიან ლარსონი "სანდერლენდს" "ვესტ ბრომვიჩიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

პრემიერლიგის გასულ სეზონში შვედმა 41 შეხვედრა ჩაატარა და ორ გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124084