ფეხბურთი

14:07 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლარს ლაგერბეკი: “მსაჯს ცუდი დღე ჰქონდა”

 

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პირველ პლეი ოფში, შინ ხორვატიის ნაკრების ვერდამარცხების (0:0) შემდეგ, ისლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცმა ლარს ლაგერბეკმა მატჩის მთავარი მსაჯი, ესპანელი უნდიანო მალენკო გააკრიტიკა.

“არბიტრი დამაჯერებლად ვერ ირჯებოდა. ფეხბურთელების ბრძოლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ გაგვიმართლა. რაც შეეხება გაძევების ეპიზოდს, მალენკომ არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება ისეთ სიტუაციებში, როდესაც 100 პროცენტით დარწმუნებული არ იყო. ის ბევრ ეპიზოდს არაერთგავროვნად სჯიდა. ვფიქრობ, უბრალოდ მას ცუდი დღე ჰქონდა” – იუწყება ლაგერბეკის სიტყვებს ინტერნეტპორტალი გოალ.ცომ-ი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს ზაგრებში შედგება.

0.130939