“ბებერ კონტინენტზე“ გადმობარგებულმა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ბრაზილიიდან წამოსვლის შემდეგ არა მხოლოდ ქვეყანა, საცხოვრებელი სახლი, ცხოვრების სტილი და კლიმატი, არამედ შეყვარებულიც შეიცვალა.
21 წლის ბრაზილიელი მოდელი, ლარისა ოლივეირა, რომელიც ესპანეთში მისდევს სამოდელო საქმეს, ნეიმარის ახალი შეყვარებულია და ეს ტრფობა კატალონიის “ბარსელონას“ ფეხბურთელმა და მისმა მშვნიერმა სატრფომაც უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.
როგორც იცით, ნეიმარი თავის ყოფილ შეყვარებულის, მსახიობ ბრუნა მარკეზინის სკანდალურად გაშორდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულისსწორს სხვა კაცთან შეუსწრო. თავის მხრივ არც ბრუნა დარჩა ვალში და მანაც ამოუქექა ნეიმარს მისი მხრიდან ღალატის ფაქტები. შენ ღალატი გინდოდეს და...