მიუნხენის “ბაიერნმა” ფილიპ ლამთან და ტომას მიულერთან ახალი კონტრაქტები გააფორმა. ინფორმაცია ბავარიული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს გაავრცელა.
განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ლამი “ბაიერნში” 2018 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, ხოლო მიულერი – 2019 წლის 30 ივნისამდე.
“ეს ფეხბურთელები გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ და სასიხარულოა, რომ ურთიერთთანამშრომლობას ვაგრძელებთ, თან ხანგრძლივი ვადით. იმედია, წინ ბევრი სიხარული გველის. წარმატებებს ვუსურვებ ლამს და მიულერს მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე” – განაცხადა “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.