ფეხბურთი

19:02 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “თავს უფრო ნახევარმცველად ვგრძნობ, ვიდრე მცველად”

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფილიპ ლამი აცხადებს, რომ 2013-14 წლების საკლუბო სეზონის შემდეგ, ის საკუთარ თავს უფრო ნახევარდაცვაში ხედავს, ვიდრე დაცვის ფლანგზე.

“არაერთხელ მითქვამს, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში არ მიზიდავს. ფლანგებს შორის არჩევანი ჩემი გასაკეთებელი რომ იყოს, მარჯვენას ავირჩევდი.

თუ ასარჩევი დაცვის მარჯვენა ფლანგსა და ნახევარდაცვას შორის მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე, თავს უფრო ნახევარმცველად ვგრძნობ, ვიდრე მცველად, რადგან სეზონის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე გავატარე.” – აცხადებს ფილიპ ლამი.

ლამმა ნახევარდაცვაში თამაში გუნდში პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ დაიწყო. ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში მან დაცვაში მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა. 

თეგებიფილიპ ლამი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113995