ფეხბურთი

20:13 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “იმედია, მესი ითამაშებს”

 “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო თამაშზე საუბრისას, “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი მოედანზე გასვლას მოახერხებს.

როგორც იცით, მესის კუნთის ტრავმა აწუხებს. მართალია, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ არგენტინელს თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია.

“ბოლო წლებში, “ბარსელონას” დამარცხებაზე ყველა გუნდი ოცნებობს და მეტოქის ძალა უნდა დავაფასოთ. ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი გვაქვს და ხვალ, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებთ. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებმაც იციან, როგორ უნდა მოიგონ ასეთი თამაშები. საკუთარ კედლებში დადებითი შედეგის ჩვენება მნიშვნელოვანია.

მოხარული ვარ იმით, რომ ნახევარფინალში მოვხვდით. ახლა, ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას და ფინალში გასვლას. მეტოქის სიძლიერე იმდენად მნიშვნელოვანი არაა. რა თქმა უნდა, მესის გარეშე “ბარსელონა” უფრო სუსტია, რაც პსჟ-სთან მატჩშიც გამოჩნდა. იმედი მაქვს, რომ ხვალ ის ითამაშებს”, – აცხადებს ლამი UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111041