ფეხბურთი

11:32 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ”

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა ჩილესთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კარგად ესმის გულშემატკივრების უკმაყოფილების კარგად ესმის. იოახიმ ლიოვის გაწვრთნილმა გუნდმა მართალია 1:0 მოიგო, მაგრამ ჩვეულ დონეზე თამაში ვერ შეძლო.

“ვაღიარებ, გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. ხალხმა გვისტვინა და მათიც მესმის – იმედი გავუცრუეთ. დღეს გამოჩნდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ ვფრიქრობ, ნერვიულობის საბაბი მაინც არ არსებობს. მუნდიალამდე დიდი დროა. გერმანია ფინალურ ეტაპს ყოველთვის სრულ მზადყოფნაში ხვდება ხოლმე და ახლაც აუცილებლად ასე იქნება” – უთხრა ლამმა გერმანულ გამოცემებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113898