ფეხბურთი

17:23 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გამორიცხავს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა დაადასტურა, რომ გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება.

“რა თქმა უნდა, ცხოვრებაში “არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს”. შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. თუმცა, ნაკრებში დაბრუნებას მაინც გამოვრიცხავ. გადაწყვეტილება ადრე მივიღე, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე. კვლავ ეროვნული ნაკრების ფორმის მოედანზე გასვლა ვერ წარმომიდგენია” – იუწყება 30 წლის ლამის სიტყვებს Sky Sports-ი.

ლამი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2004-2014 წლამდე თამაშობდა და 113 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის ბუნდესნაკრების კაპიტნად მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დანიშნა. ლამის კაპიტნობით გუნდმა 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

თეგებიფილიპ ლამი
0.141156