ფეხბურთი

19:51 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი და შვაინშტაიგერი ოთხშაბათს დაბრუნდებიან

 

მიუნხენის “ბაიერნის” ტრავმირებული ლიდერები – ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი ვარჯიშს ოთხშაბათს განაახლებენ. ამის შესახებ თავად გერმანელებმა განუცხადეს “რეკორდმაისტერის” ოფიციალურ საიტს.

შვაინშტაიგერი: “ახლა ყველაფერი შედარებით უკეთაა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი თამაში ეჭვქვეშ არ დგას. ამ თემაზე ნუ იღელვებთ”.

ლამი: “საქმე არც ისე ცუდადაა. ვფიქრობ, ოთხშაბათიდან ვარჯიშს დავიწყებ”.

მიუნხენელი ექიმების თქმით, შვაინშტაიგერიც ოთხშაბათიდან შეუდგება ვარჯიშს. აქვე გეტყვით, რომ ლამი “დორტმუნდთან” გერმანიის თასის ფინალურ მატჩში (2:0) დაშავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრავმა სერიოზული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114166