ფეხბურთი

0:06 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: "ბრაზილიაში გასარუჯად არ მივდივარ"

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა სურს.

"ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, მუნდიალზე კარგად უნდა ვიასპარეზოთ - ჩემპიონები გავხდეთ. არ მინდა კვლავ ნახევარფინალში გამოვეთიშოთ ტურნირს. ბრაზილიაში გასარუჯად ნამდვილად არ მივდივარ." - განუცხადა Bild-ს ლამმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ნავსის გატეხვის შანსი ექნება.

გიორგი ბალახაძე

თეგებიფილიპ ლამი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114819