ფეხბურთი

16:48 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლალანას წასვლა სურს

 

“საუტჰემპტონის” კაპიტანმა ადამ ლალანამ კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება სთხოვა. BBC-ის ცნობით, კლუბი მის გასხვისებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს.

27 წლის ინგლისელი ტრანსფერზე დაყენებას არ ითხოვს, მაგრამ ძლიერ კლუბში გადასვლის სურვილს ღიად გამოთქვამს. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა ლალანას მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად უხმეს და დიდი შანსია, ნახევარმცველის ფასმა მუნდიალის შემდეგ მოიმატოს.

ცნობისათვის, ლალანა “საუტჰემპტონის” ღირსებას 12 წლიდან იცავს. მისი შეძენა “ლივერპულს” სურს.

0.122384