ფეხბურთი

1:25 | 31.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” რეია ავარჯიშებს

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი, ოფიციალურად, კვლავ ვლადიმირ პეტკოვიჩია, მაგრამ დედაქალაქურ გუნდს ედოარდო რეია ავარჯიშებს.

“ლაციოს” მიერ პეტკოვიჩის გათავისუფლება და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედოარდო რეიას დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ბალკანელ სპეციალისტთან სამართლებრივი დავის არსებობა რომაელებს ცვლილების ოფიციალურად განხორციელებაში ხელს უშლის. ივარაუდება, რომ პეტკოვიჩის ოფიციალურად გათავისუფლება და რეიას დანიშვნა უახლოეს 5 დღეში მოხდება. მანამდე კი, გუნდს, “იტნერთან” 6 იანვარს გასამართი მატჩისთვის, უკვე რეია ავარჯიშებს.

0.112417