ფეხბურთი

15:30 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” კლოზეს შენარჩუნება სურს

რომის “ლაციო” ვეტერან ფორვარდ მიროსლავ კლოზეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელებს გამოცდილი თავდამსხმელის დაკარგვა არ სურთ და მის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობენ.

ამ ეტაპზე, უცნობია, რა სახის კონტრაქტს შესთავაზებს “ლაციო” კლოზეს. გერმანელს რომაელებთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

რამდენიმე კვირის წინათ, კლოზემ განაცხადა, რომ გერმანიაში დაბრუნებას, ან საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს. რამდენადაც ცნობილია, თავდამსხმელი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის განმავლობაში მიიღებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114039