ფეხბურთი

23:55 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” კლოზე და კონკო გამოაკლდნენ

“ლაციოს” ლაზარეთში მატებაა. რომაულ გუნდს მიროსლავ კლოზე და აბდულაი კონკო გამოაკლდნენ.

35 წლის გერმანელ თავდამსხმელს ტერფის ძვლის პრობლემა აქვს. კლოზე, ექიმთან კონსულტაციის გასავლელად, სამშობლოში უკვე გაემგზავრა. მისი გამოჯანმრთელების ვადები ცნობილი ჯერ არაა.

რაც შეეხება კონკოს, მას მარჯვენა ბარძაყის ტრავმა აქვს, რის გამოც, 29 წლის მარჯვენა მცველს 3 კვირა გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117314