ფეხბურთი

21:13 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” კლოზე 15 დღით გამოაკლდა

 

“რომის” ლაციოს გერმანელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი 15 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 35 წლის შემტევს ბარძაყის ტრავმა აწუხებს. ამის გამო, მან “სამპდორიასთან” ვერ ითამაშა. დღეს, კლოზე მიუნხენში გაფრინდა, სადაც დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ივარაუდება, რომ მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

მიროსლავ კლოზემ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 22 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ანტონიო კანდრევას შემდეგ, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122395