ფეხბურთი

14:05 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” ერნანესი არ დათმო

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რომის “ლაციოს” ნახევარმცველ ერნანესს “ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი მისმა კლუბმა ჩაშალა. ამის შესახებ რომაელთა პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ განუცხადა იტალიელ ჟურნალისტებს.

“ზაფხულში, “ნაპოლიმ” ერნანესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მოგვმართა, მაგრამ შემოთავაზებული თანხა ფეხბურთელის რეალურ ღირებულებას არ ასახავდა. ნეაპოლელთა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ბრაზილიელს არ ვყიდიდით. “ნაპოლიში” გადასვლა დიდად არც ერნანესს სურდა”, - განაცხადა ლოტიტომ.

აღსანიშნავია, რომ ერნანესის გადაბირება კიდევ რამდენიმე კლუბს სურდა, მაგრამ საბოლოოდ, ბრაზილიელი რომში დარჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122164