ფეხბურთი

18:21 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ალეგრის დაუკავშირდა

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომის “ლაციო” ედოარდო რეიას მასიმილიანო ალეგრით შეცვლას აპირებს.

რეიას “ლაციოსთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მისი რომაული გუნდიდან ნაადრევად წასვლა გამორიცხული არაა. ივარაუდება, რომ მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტს შეხვდება და მისი მომავალი ამის შემდეგ გაირკვევა.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ლაციო” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბისა და რეიას გზები გაიყარა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომაელები “მილანის” ყოფილ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის უკვე დაუკავშირდნენ და მასთან მოლაპარაკებები გამართეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალეგრი “ლაციოს” ჩაბარებაზე თანახმაა იმ შემთხვევაში, თუ რომაელები ანტონიო კანდრევასა და სენად ლულიჩს შეინარჩუნებენ, ხოლო “კალიარის” ცენტრალურ მცველს, დავიდე ასტორის დაიმატებენ. ალეგრი “ლაციოსგან” 3-წლიან კონტრაქტს და წლიურად 2.5 მილიონ ევროს ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112738