Goal.Com-მა ესპანური ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “ბარსელონადან” მოხვდა.
ორი ფეხბურთელი “სელტადანაა”, ხოლო თითო-თითო მოთამაშე “მალაგას”, “ვალენსიას”, “ალმერიას”, “ეიბარის”, “ვილიარეალისა” და “გრანადას” რიგებიდან არიან. ტურის გუნდში, არც ერთი ფეხბურთელი არაა მადრიდული გრანდებიდან.
პირველი ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: კარლოს კამენი (“მალაგა”);
მცველები: ჟერემი მატიე (“ბარსელონა”), სილვიან ბაბინი (“გრანადა”), ლუკას ორბანი (“ვალენსია”).
ნახევარმცველი: ფერნანდო სორიანო (“ალმერია”), ხავი ლარა (“ეიბარი”), ფაბიან ორელიანა (“სელტა”), დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”).
თავდამსხმელები: ნოლიტო (“სელტა”), მუნირ ელ ჰადადი, ლეო მესი (ორივე “ბარსელონა”).
ირაკლი ალიმბარაშვილი