ფეხბურთი

16:59 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ “მეორე სართული” არავის დაანება

ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ინტერნეტპორტალ championat.com-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “რუბინმა” სტუმრად მოსკოვის “დინამოსთან” 0:0 ითამაშა და ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა.

“კვირას გამართული მატჩის დროს, მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელებმა “რუბინის” საჯარიმოში ბურთი 34-ჯერ ჩაჰკიდეს, მაგრამ “მეორე სართულზე” ქართველი მცველის საუცხოო თამაშმა, “თეთრ-ლურჯებს” თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. სესარ ნავასმაც კარგად ითამაშა. თუმცა, კვირკველიას სასარგებლოდ არჩევანი, მის მიერ შესრულებული ფეხებში ორი შესანიშნავი ვარდნის გამო გაკეთდა. პირველა შემთხვევაში მან ჯუჯაკს არ გაატანინა, ხოლო მეორედ კუთხეში კოკორინი მიიმწყვდია, რომელსაც სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი” – იუწყება championat.com-ი კვირკველიაზე.

0.118044