ფეხბურთი

14:50 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია “ნეფტეხიმიკში” დაბრუნდა

სოლომონ კვირკველია მიმდინარე სეზონს რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკში” დაასრულებს. ამის შესახებ “ნეფტეხიმიკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
კვირკველიას სატრასნფერო უფლებები ყაზანის “რუბინს” ეკუთვნის და სეზონის პირველი ნახევარი მან “ნეფტეხიმიკში” გაატარა, სადაც 18 მატჩში ითამაშა. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ის “რუბინში” დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაშიც ესპანეთში შეკრება გაიარა და ამხანაგური თამაშებიც ჩაატარა. თუმცა, ყაზანელთა შემადგენლობაში ევროპის ლიგაში არ უთამაშია და “რუბინის” ხელმძღვანელობამ მისი “ნეფტეხიმიკში” დაბრუნება გადაწყვიტა. 21 წლის ქართველი მცველი ნიჟნეკამსკელებს თურქეთში შეკრებაზე შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113328