ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “რუბინმა”, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის პრემიერლიგის განახლებისთვის სოლომონ კვირკველია ემზადება, ახმანაგურ მატჩში ხარკოვის “მეტალისტთან” 0:1 დამარცხდა.
ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ ნავასმა შეცვალა. სხვათა შორის, ესპანელი ნავასი კვირკველიას უშუალო კონკურენტია “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.
“რუბინმა” გოლი 84-ე წუთზე გაუშვა - “მეტალისტიდან” თავი ბრაზილიელმა ვილიანმა გამოიჩინა.