კალათბურთი

12:35 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეებად კარტერ-უილიამსი და ლავი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “ფილადელფია სიქსერზის” გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი და “მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდი კევინ ლავი დასახელდნენ.

კარტერ-უილიამსი შაკილ ო’ნილის შემდეგ, ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-2 კალათბურთელი გახდა, რომელიც სასტარტო კვირის საუკეთესო მოთამაშე სადებიუტო სეზონში გახდა. 2013 წლის დრაფტის მე-11 ნომერი ფილადელფიელებს კვირის სამივე მატჩის მოგებაში დიდად შეეწია, რადგანაც საშუალოდ 20.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 9.0 პასს და 4.3 ჩაჭრას აგროვებდა.

სამივე შეხვედრაში იმარჯვა “მინესოტამაც”, ლავის საშუალო მონაგარი კი 29.7 ქულა, 14.7 მოხსნა და 3.7 პასი გახლდათ.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას არონ აფლალო (“ორლანდო”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), ერიკ ბლედსოუ (“ფინიქსი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), გრეგ მონრო (“დეტროიტი”) და კრის პოლიც (“კლიპერსი”) აცხადებდნენ.

 

კლივლენდი – მინესოტა 93:92 (31:23, 24:15, 21:23, 17:31)

კლივლენდი: ირვინგი (15 ქ. 8 მ. 6 პ.), ტომპსონი (12 ქ. 111 მ.), ვარეჟაო (12 ქ.), უეიტერსი (8 ქ.), კლარკი (6 ქ.); მაილზი (19 ქ.), ბაინემი (10 ქ.), ჯი (9 ქ.), ჯეკი (2 ქ.), ბენეტი, ზელერი.

მინესოტა: მარტინი (23 ქ.), ლავი (17 ქ. 13 მ.), ბრიუერი (13 ქ. 6 ჩ.), პეკოვიჩი (8 ქ. 12 მ.), რუბიო (4 ქ. 5 ჩ.); უილიამსი (13 ქ.), ბარეა (8 ქ.), კანინგემი (4 ქ.), შვედი (2 ქ.), ჟენგი.

 

ფილადელფია – გოლდენ სტეიტი 90:110 (22:36, 20:30, 23:32, 25:12)

ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (18 ქ.), ტერნერი (18 ქ. 7 მ.), ანდერსონი (7 ქ.), იანგი (6 ქ.), ჰოვსი (5 ქ. 8 მ.); როტენი (14 ქ.), მორისი (8 ქ.), ტომპსონი (7 ქ.), დევისი (4 ქ.), ალენი (2 ქ. 8 მ.), ორტონი.

გოლდენ სტეიტი: იგუდალა (32 ქ.), კარი (18 ქ. 10 მ. 12 პ. 5 ჩ.), ლი (18 ქ. 7 მ.), ტომპსონი (15 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 7 მ.); სპეიტსი (9 ქ.), ბეიზმორი (7 ქ.), დუგლასი (3 ქ.), ნედოვიჩი (2 ქ.), გრინი (2 ქ. 9 მ.), ო’ნილი, კუზმიჩი.

 

მემფისი – ბოსტონი 95:88 (27:24, 19:26, 20:22, 29:16)

მემფისი: კონლი (15 ქ. 8 პ.), რენდოლფი (15 ქ. 7 მ.), გასოლი (14 ქ. 8 მ.), ალენი (8 ქ.), პრინსი (4 ქ.); ბეილესი (15 ქ.), პონდეკსტერი (8 ქ.), მილერი (5 ქ.), ლეუერი (4 ქ.), დევისი (4 ქ.), კუფოსი (3 ქ.).

ბოსტონი: გრინი (22 ქ.), ბრედლი (14 ქ.), ბასი (6 ქ.), ფავერანი (5 ქ.), უოლესი; სელინჯერი (16 ქ.), კროუფორდი (12 ქ.), ლი (9 ქ.), ოლინიკი (4 ქ.).

 

კლიპერსი – ჰიუსტონი 137:118 (42:25, 36:41, 26:23, 33:29)

კლიპერსი: რედიკი (26 ქ.), პოლი (23 ქ. 17 პ.), გრიფინი (18 ქ. 7 მ.), დადლი (15 ქ.), ჯორდანი (11 ქ. 9 მ.); კროუფორდი (21 ქ.), მალინსი (12 ქ). კოლისონი (7 ქ.), ბარნსი (2 ქ.), ჰოლინზი (2 ქ.), ბულოკი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (15 ქ.), ლინი (14 ქ. 8 პ.), პარსონსი (14 ქ.), ჰოვარდი (13 ქ. 9 მ.), აშიკი (6 ქ. 7 მ.); კასპი (19 ქ. 9 მ.), გარსია (14 ქ.), სმიტი (12 ქ. 7 მ.), ბრუკსი (9 ქ.), ჯონსი (2 ქ.), ბრიუერი, მოტეიუნასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117493