ჩოგბურთი

22:19 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირას ფედერერ-ჯოკოვიჩის ფინალია

32 წლის როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ნახევარფინალში ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელ მილოშ რაონიჩს 6:4, 6:4, 6:4 მოუგო და 2012 წლიდან მოყოლებული პირველად მოიპოვა სადიდსლემო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება. 2012-ში შვეიცარიელმა დიდოსტატმა უიმბლდონის ფინალში შოტლანდიელ ენდი მარეის მოუგო. მაშინ როჯერმა დიდი სლემის 24-ე ფინალი ითამაშა და 17-ედ მოიგო მეიჯორის შეჯიბრება.

კვირას ფედერერი გადამწყვეტ მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. როჯერი 32 წლისაა და უიმბლდონის ფინალისტთაგან მასზე უფროსი მხოლოდ ავსტრალიელი კენ როუზოლი იყო, რომელმაც 1970 წელს 35 წლისამ ითამაშა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, 1974-ში კიდევ ერთხელ გავიდა ფინალში და მაშინ 39 წლის იყო.

ფედერერ-რაონიჩის ნახევარფინალს რაც შეეხება, როჯერი კარიერის განმავლობაში მეხუთედ შეხვდა რაონიჩს და მეხუთედაც შეძლო კანადელის წინააღმდეგობის დაძლევა. ამჯერად შვეიცარიელმა საათსა და 37 წუთში მოახერხა მოგება, შეასრულა რა 6 ეისი და 3 ბრეიკი.

0.117701