კალათბურთი

19:25 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვეტენაძე “არმიაში” ჩაირიცხა

ფორვარდი გიგა კვეტენაძე (1990.16.01, 202სმ, 95კგ) ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიაში” ჩაირიცხა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად კვეტენაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კვეტენაძემ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი სუპერლიგის აწ უკვე ყოფილ წევრ სტუ-ში გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

22-ე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 11 გუნდს შორის სტუ მე-11, ხოლო “არმია” მე-3 ადგილზე გავიდა. სხვადასხვა მიზეზით სტუ და კიდევ ორი სტუდენტური კლუბი თსუ და თსსუ წლევანდელ სუპერლიგაში აღარ მონაწილეობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117497