კალათბურთი

21:47 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვამლმა “არმიას” გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013-14 წლების სეზონისთვის “ბათუმი – რსუ” სამი ლეგიონერით (ჯუნიორ ქედუგინი, ჯერემი სეფოლდი, ჯეიმი ჯექსონი) გაძლიერდა, ხოლო ქვეყნის ექსჩემპიონი “არმია” სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, აღნიშნული გუნდების შეხვედრაში, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი ათწუთეული 12 ქულის ბსხვაობით, 19:7 მოიგეს. მე-2 და მე-3 მეოთხედებში მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ “არმიამ” მაინც შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 16 ქულა, “ბათუმი-რსუს” უკანახაზელმა ჯუნიორ ქედუგინმა დააგროვა. 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ქედუგინის თანაგუნდელი, ფორვარდი ჯერემი სეფოლდი.

“არმიელთა” შორის ყველაზე კარგი შედეგი, უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ აჩვენა, რომელმაც 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” “არმიას” მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დაუკავშირდა:

_ ლეგიონერების დამატების შემდეგ “ბათუმი-რსუ” საკმაოდ გაძლიერდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზღვისპირელებთან დაძაბულ ბრძოლას მოველოდით და ასეც მოხდა. აღნიშნულმა შეხვედრამ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა დარბაზში კვამლი გაუშვა. მეორე ტაიმში კვამლიან დარბაზში მოგვიწია თამაში.

_ თქვენი და მასპინძელთა გუნდის მხრიდან, რომელ კალათბურთელებს გამოარჩევდით?

მასპინძელთა მხრიდან უკანახაზელებს, ნიკა რამიშვილსა და ჯუნიორ ქედუგინს გამოვარჩევდი. “არმიადან” ყველამ კარგად ითამაშა და რომელიმე მათგანის გამორჩევისგან თავს შევიკავებ.

 მიხეილ კობეშაძე (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):   ძალიან ცუდად ვითამაშეთ.  განსაკუთრებით დაცვაში,  მეტოქემ 71 ქულა ჩაგვიგდო.  ვერც ლეგიონერებმა იასპარეზეს.  ჩვენს გუნდს შეთამაშება აკლია  და ეს  თამაშზეც  აისახა.

ქ. ბათუმი ბათუმი-რსუ 61 - 71 არმია
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ბათუმი-რსუ 7 18 19 17 61
არმია 19 18 12 22 71
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 ივანე მაისურაძე 15:10 0 0 0 0 3 0 2 2 100 0 0 0 1 2 1 1 0 2
6 ნიკა რამიშვილი * 31:39 2 5 40 1 7 14.3 4 4 100 3 1 4 4 5 2 3 0 11
8 ავთანდილ ელიაშვილი * 22:21 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 4 0 4 2 0 0 0
10 ირაკლი ემირიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 ლაშა კეშელავა 10:30 0 1 0 0 3 0 1 2 50 0 2 2 0 1 0 0 0 1
12 ირაკლი კობიძე 04:36 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 მამუკა ბოლქვაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 ლევან ელიაძე 07:34 0 0 0 1 2 50 0 0 0 0 3 3 0 2 0 0 0 3
20 ჯუნიორ ქედუგინი * 36:05 5 12 41.7 1 4 25 3 8 37.5 3 4 7 4 3 2 3 0 16
34 ჯერემი სეფოლდი * 36:41 1 7 14.3 2 12 16.7 7 10 70 4 6 10 1 1 0 0 2 15
35 ჯეიმი ჯექსონი * 35:24 6 11 54.5 0 0 0 1 5 20 3 2 5 0 4 1 1 1 13
3 0 3 0 0 0 0 0 0
14 37 37.84 5 31 16.13 18 31 58.06 18 20 38 10 22 8 8 3 61
 
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 28:25 3 4 75 1 6 16.7 2 2 100 1 0 1 2 2 1 1 0 11
5 ზვიად ბაბიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ანატოლი ბოისა 21:48 3 6 50 1 2 50 3 6 50 2 2 4 0 2 2 0 1 12
7 მიხეილ ბერიშვილი * 36:08 3 5 60 0 3 0 2 5 40 0 5 5 2 2 1 1 0 8
9 ბუბა კვიმსაძე 20:07 0 3 0 0 0 0 2 4 50 1 4 5 1 3 2 1 0 2
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია * 23:48 4 7 57.1 0 0 0 1 2 50 4 6 10 1 4 1 1 5 9
13 ბექა წივწივაძე * 30:35 4 5 80 1 3 33.3 3 4 75 2 8 10 3 3 4 1 1 14
14 ჟოლივეტ ტუჯანი 13:38 3 5 60 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 2 1 0 0 6
23 გიორგი შარაბიძე * 25:31 2 4 50 0 0 0 5 7 71.4 2 5 7 3 4 5 0 2 9
24 გიგა კვეტენაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 5 6 0 0 0 3 0 0
22 39 56.41 3 14 21.43 18 30 60.00 14 36 50 12 22 20 5 9 71
 

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი

კომისარი: გია სანაძე 

http://www.superleague.ge-ის სტატისტიკა
0.116253