მადრიდის “ატლეტიკო” უეფას ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირების შემთხვევაში დიდი ალბათობით, მთავარი გოლკიპერის ტიბო კურტუას გარეშე ითამაშებს. ეს უკანასკნელი “ჩელსის” საკუთრებაა და მადრიდულ კლუბშია განათხოვრებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, თუ “ატლეტკოს” კურტუას მინდორზე გაყვანა სურს, “არისტოკრატებს” დაახლოებით 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მაგრამ ესპანური კლუბის პრეზიდენტი ენრიკე სერესო კი ამის წინააღმდეგია.
“თუ “ჩელსის” შევხვდებით, კურტუა არ ითამაშებს. ამხელა თანხის გადახდას ვერ შევძლებთ” – ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, “ატლეტიკო” და “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნახევარფინალში გავიდნენ, ისევე, როგორც “რეალი” და “ბაიერნი”. წილისყრა კი ხვალ გაიმართება.