ფეხბურთი

18:10 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: “ბერნაბეუზე” თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში”

მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი ტიბო კურტუა აცხადებს, რომ თუ ესპანეთის თასის ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, ის და მისი თანაგუნდელები თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

“ვისენტე კალდერონი ასეთი მასშტაბური თამაშის სამასპინძლოდ მზადაა. თუმცა, არც “ბერნაბეუა” ცუდი ვარიანტი. ეს დიდი სტადიონია და ჩვენს გულშემატკივრებს შორს წასვლა არ დასჭირდებათ. ასე რომ, ჩვენთვის სულერთია – თავს “სანტიაგო ბერნაბეუზეც” ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.” – აცხადებს ტიბო კურტუა.

როგორც იცით, სამეფო თასის ფინალში მადრიდული გუნდები არიან გასულნი. ლოგიკურია, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ესპანეთის დედაქალაქში გაიმართოს. განიხილება ორი ვარიანტი – “სანტიაგო ბერნაბეუ” და “ვისენტე კალდერონი”. თუმცა, “რეალს” ფინალის “კამპ ნოუზე” გამართვა სურს. “სამეფო კლუბი” შეხვედრის ფავორიტია და ბუნებრივია, ჟოზე მოურინიოს თასის პრინციპული მეტოქის საშინაო არენაზე მოგება ურჩევნია.

0.120764