ფეხბურთი

20:17 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუადრადოც ლაზარეთში

“ფიორენტინასა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ხუან კუადრადოს მუხლის ტრავმა აწუხებს და კვირას იტალიის ჩემპიონატის მატჩს "ტორინოს" წინააღმდეგ გამოტოვებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი კლუბის ლაზარეთში მყოფ ჯუზეპე როსის, მარიო გომესს და ხოაკინს შეუერთდა. სავარაუდოდ, კუადრადო 5 ოქტომბერს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

"იების" რიგებში სასიამოვნო სიახლეცაა, ხუან მანუელ ვარგასმა ტრავმის მოშუშება შეძლო და ტურინული კლუბის წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.

"ტორინოსა" და "ფიორენტინას"  შეხვედრა 28 სექტემბერს თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111595