ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა, ჯერ კიდევ “რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა და მადრიდელთა წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე უწოდა.
“მოურინიოს ქცევები გუნდის ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად აისახება. “რეალი” წარმოუდგენლად ძლიერი კლუბია, მაგრამ მოურინიოს გამო, მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩა”, - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Goal-ი.
მოგვიანებით, კრუიფმა ნეიმარის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერისა და ვიქტორ ვალდესის წასვლის შესახებ ისაუბრა: “ნეიმარის კატალონიაში გადასვლის შემთხვევაში, “ბარსაში” ორი დიდი ეგოს მქონე ფეხბურთელი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბრაზილიელი ლიონელ მესის მხარდამხარ ბოლომდე გაიხსნება. რაც შეეხება ვალდესს, ფეხბურთში ასეთი შემთხვევები ხშირია. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ გადაწყვიტა “კამპ ნოუდან” აბარგება. ამ სიტუაციაში კარგად უნდა გავერკვეთ”.