ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა პორტუგალიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების წინ, ორივე გუნდის ლიდერებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ რონალდუსა თუ იბრაჰიმოვიჩის არყოფნა მუნდიალზე ძალიან დასანანი ფაქტი იქნება.
“ძალიან სამწუხაროა, მსოფლიოს ორი უძლიერესი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მუნდიალს გამოტოვებს, ნამდვილად სევდიანი ამბავია. რთულია დაასახელო მათგან საუკეთესო, თუმცა თუ არჩევანზე მიდგა საქმე, უპირატესობას რონალდუს მივანიჭებ. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. გახსოვთ ალბათ, წარსულში გავაკრიტიკე ორივე მათგანი, ვინაიდან ვთვლი, რომ მათი ქცევა უნდა იყოს სანიმუშო, მაგალითის მიმცემი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღმერთებენ მათ”, - განუცხადა კრუიფმა ჰოლანდიურ გამოცემა “ალგემენ დაგბლადის”.
“სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, ორივე მათგანი ფანტასტიკური ფეხბურთელია. როგორი სილამაზის გოლები გააქვთ, როგორ მოძრაობენ ბურთთან ერთად და როგორ გადაადგილდებიან უბურთოდ, ეს ყველაფერი საოცრებაა. ამიტომ სამწუხაროა, როცა მუნდიალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის გარეშე ჩაივლის”, - დაასრულმა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული პლეი ოფის მატჩი დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ,,ესტადიო და ლუისზე’’ გაიმართება.
დიმიტრი შარიქაძე