ფეხბურთი

21:54 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფი: “ნეიმარი რომ მყავდეს, მესის გავყიდდი”

 

ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი “ბარსელონაში” მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს კვლავ აკეთებს. ჰოლანდიელი კატალონიელთა მიერ ნეიმარის შეძენას ისევ აკრიტიკებს.

“შექმნილი სიტუაცია საკმაოდ პრობლემატურია. შეგვიძლია, პირველ მაგალითად სტანდარტული მდგომარეობები მივიჩნიოთ.

 ნეიმარს შეუძლია ლამაზი გოლები საჯარიმო დარტყმებიდან გაიტანოს, რაც ლიონელ მესის “კამპ ნოუზე” არაერთხელ გაუკეთებია. ახლა, მწვრთნელმა არჩევანი უნდა გააკეთოს – ვინ უნდა შეასრულოს ჯარიმები?

ნეიმარსა და “ბარსელონას” “ნაიკთან” სპონსორული შეთანხმება აქვთ, ხოლო ლეო “ადიდასს” არეკლამებს. ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდეთ. ჩემს განკარგულებაში ნეიმარი რომ იყოს, დირექტორთა საბჭოს წინაშე მესის გაყიდვის საკითხს დავაყენებდი. ეს დიდ განხილვებს გამოიწვევდა. ზოგი დამეთანხმებოდა, ზოგიც – არა.

თუ კლუბში შექმნილ სიტუაციას ზოგადად განვიხილავთ, ყურადღება არაერთ დეტალს უნდა მივაქციოთ. მსოფლიო ფეხბურთში მხოლოდ რამდენიმე პიროვნებაა, რომლებსაც გრანდებში წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვს. თუ “ბარსელონას” ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, კარგი იქნება. თუმცა, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, მოიტანენ ნეიმარი და მესი სარგებელს, თუ კლუბს ზიანს მიაყენებენ. ეს სერიოზული რისკია. “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ადგილზე რომ ვიყო, ნეიმარს არ ვიყიდდი.” – ციტირებს კრუიფის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123448