“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი ნეიმარის კატალონიურ კლუბში ტრანსფერს კვლავ აკრიტიკებს. ჰოლანდიელი უკმაყოფილებას, ამჯერად, ბრაზილიელის მაღალი ხელფასის გამო გამოთქვამს.
“ბარსელონას” პრობლემა ნეიმარია. ის შესანიშნავი მოთამაშეა, ამაზე ვერ ვიდავებთ. თუმცა, არ შეიძლება იყიდო 21 წლის ფეხბურთელი და მას იმაზე მეტი გადაუხადო, ვიდრე გუნდთან ერთად არაერთი ტიტულის მომგები ფეხბურთელები იღებენ. 21 წლის ასაკში ფეხბურთის ღმერთად ვერავინ იქცევა.
გარდა ამისა, “ბარსელონას”, ლიონელ მესის სახით, ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი უკვე ჰყავს. 21 წლის ბავშვი წამყვანი მოთამაშე ვერ იქნება. ფეხბურთში ეს შეუძლებელია. 26 წლის კი ბატონო, მაგრამ 21 – არა.” – ციტირებს კრუიფის სიტყვებს El Mundo Deportivo.