მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ტონი კროოსს კლუბის შეცვლა სურს და მადრიდის “რეალში” გადასვლა აქვს ჩაფიქრებული. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, გერმანელმა “ბაიერნის” ხელმძღვანელობას სატრანსფერო წინადადებების განხილვა სთხოვა. ყველაზე მეტად, კროოსს “სამეფო კლუბში” თამაშის პერსპექტივა ხიბლავს. თავის მხრივ, “რეალი” სამი ხედირას გასხვისებას გეგმავს და მოედნის ცენტრში ახალი გერმანელის გამოჩენის წინააღმდეგი არაა.
შეგახსენებთ, რომ კროოსს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება. გერმანელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.