ფეხბურთი

19:43 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ტორესის ყოფილ სახლში იცხოვრებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ახალწვეული ტონი კროოსი, ესპანეთის დედაქალაქში, ფერნანდო ტორესის ყოფილ სახლში ერთი წლის განმავლობაში იცხოვრებს.

გერმანელმა ნახევარმცველმა აღნიშნული სახლი თვეში 25 000 ევროდ იქირავა. მისი მეზობლები კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა იქნებიან. აღნიშნული სახლი 4 000 კვადრატულ მეტრს იკავებს.

სახლს აქვს საცურაო აუზი, ჯაკუზი სახლის შიგნით და გარეთ, სავარჯიშო დარბაზი. კროოსთან მისულ სტუმრებს შეუძლიათ მანქანები დახურულ ავტოსადგომზე დააყენონ, რომელიც 10 მანქანას იტევს. აგრეთვე, სახლში არის კინოს ოთახი, სათამაშო ოთახი, ვრცელი ლაუნჯი, სამზარეულო და 4 დიდი საძინებელი.

 

გიორგი ბალახაძე

0.119557