ფეხბურთი

13:59 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "რეალი" "ბაიერნზე" ერთი თავით მაღლა დგას"

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მიუნხენის "ბაიერნიდან" მადრიდის "რეალში" გადაბარგდა და ახალ კლუბთან ერთად, უეფას სუპერთასის ტიტულიც მოიპოვა.

გერმანელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ყოფილი და ამჟამინდელი კლუბები ევროპაში საუკეთესონი არიან.

"რეალი", თუ "ბაიერნი"? ჩვენ ახლა ევროპის ორ უძლიერეს კლუბზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ "რეალი" ერთი თავით მაღლა დგას. გვარდიოლას არაფერი გაუკეთებია, რათა მე სამეფო კლუბში წავსულიყავი. იგი პროგრესში დამეხმარა. უბრალოდ, სიტუაციის შეცვლა მინდოდა. "რეალში" ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ჩემი ტრანსფერი 100%-ით წარმატებული იქნება", _ განაცხადა კროოსმა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112593