მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტონი კროოსი აცხადებს, რომ მასსა და კლუბს შორის, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს.
კროოსის ხელშეკრუელბას ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რადგან მიუნხენელთა აზრით, კროოსი ზედმეტად დიდ ხელფასს ითხოვს.
“მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს. კიდევ გვაქვს დარჩენილი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა.” – ციტირებს კროოსის სიტყვებს TZ.