მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის ტონი კროოსის განცხადებით, გვარდიოლა სხვა მწვრთნელებისგან განსხვავებით სხვანაირად აზროვნებს. გერმანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ესპანელის მოქნილი ტაქტიკა მის სათამაშო სტილს შეეფერება.
"მისი განსხვავებული სათამაშო სტილი "ბაიერნის" ფეხბურთელებს ზუსტად ერგება. როცა ჩვენ ბურთს ვკარგავთ, იგი გვეუბნება, რომ სამიდან ხუთ წამამდე უკანვე უნდა დავიბრუნოთ. ამის მეშვეობით ბურთზე კონტროლს ვახერხებთ. პეპი დიდებული მეთაურია და ამას მისი სამწვრთნელო კარიერაც მეტყველებს."
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს 23 აპრილს მადრიდში "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს, გვარდიოლასთვის კი ესპანური გრანდი ნაცნობი მეტოქეა.
გიორგი ბალახაძე