ჯერ კიდევ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მას, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტლება უკვე მიღებული აქვს.
კროოსი რომ “ბაიერნს” დატოვებს, ეს საიდუმლო არავისთვისაა. მადრიდული პრესის ცნობით, მისი “რეალში” გადასვლა გადაწყვეტილია, ხოლო თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ რა მოხდება მომავალში.
“გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ მას ჯერ არ გავახმოვანებ.
პრესას გავეცანი. ძნელი გამოსაცნობი არაა, რა მოხდება. თუმცა, საკითხი დახურული ჯერ კიდევ არაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას უნდა დაველოდოთ. ერთი კვირა დარჩა და შემდეგ უფრო მეტს გაიგებთ.” – განუცხადა კროოსმა TZ Munich-ს.