სხვა

17:29 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრივის ფედერაციამ აღმასკომის სხდომა გამართა

3 დეკემბერს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ სამინისტროში წლის შემაჯამებელი საანგარიშიო ყრილობა გამართა. კრივის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა განვლილი წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

აღმასკომის სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

მოკრივეებმა წლეულს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე კი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ. გუნდურ ჩათვლაში მათ მე-3 ადგილი დაიკავეს.

ამასთან, კრივის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ და სამივე სინჯის რამდენიმე მედალი მოიპოვეს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.120042