ფეხბურთი

13:35 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს მორიგი შოუ

მადრიდის “რეალმა” “გინესის” ჩემიონთა თასი” მოიპოვა


აშშ-ში “გინესის ჩემპიონთა თასის” გათამაშება დამთავრდა. მართალია, ტურნირი ამხანაგურია, მაგრამ ამ დღეებში მაინც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ ოკეანისგაღმა იყო მიმართული.

მაიამის სტადიონზე მისულ გულშემატკივართა უმრავლესობა ლათინოსები იყვნენ და ცხადია, მადრიდელებს ქომაგობდნენ. ისინი გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ მინდორზე ჟოზე მოურინიოს გამოჩენას. ვერ პატიობენ, “რეალიდან” რომ წავიდა. ბრიტანელი მიმომხილველი სემ მოკბელი წერს, სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს გუნდები “რეალის” “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშობდნენო.

ამ ზაფხულს “არისტოკრატთა” შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა “ბებერი” ფრენკ ლამპარდი, რომელსაც აქილევსის მყესი სტკიოდა და აქამდე ყველა საკონტროლო მატჩი გამოტოვა. მან მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, საკმაოდ თამამი განახადი გააკეთა 18 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში “ჰალ სიტისთან” სათამაშოდ. სამაგიეროდ, კვლავ არ ჩანს დავიდ ლუისი, რომელსაც მუხლის პრობლემა ჰქონია. შეგახსენებთ, რომ მასზე პრეტენზია “ბარსელონას” ჰქონდა და 34,5 მილიონ გირვანქა სტერლინგსაც იხდიდა, თუმცა ლონდონელებმა უარი შეუთვალეს.

პირველი ნახევარი საათი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ანგარიშიც 1:1 იყო. შემდეგ კი მადრიდელებმა ნელ-ნელა მოიპოვეს უპირატესობა, ბურთზე კონტროლი დააწესეს და მოწინააღმდეგეც მარწუხებში მოექცა. განსაკუთრებით კარგად კრიშტიანუ რონალდუ ირჯებოდა. პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, როცა პორტუგალიელმა დაახლოებით 27 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო გაუტანა ჩეხს მარცხენა ცხრიანში. მოგვიანებით კი არანაკლებ ეფექტური თავურით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

ამრიგად, “რეალმა” სეზონის პირველი ჯილდო მოიგო. წუხელვე, ორიოდ საათით ადრე მაიმიში მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიურმა “მილანმა” მარიო ბალოტელისა და მ’ბაიე ნიანგის გოლებით 2:0 დაამარცხა “ლოს ანჯელეს გელექსი”.

ჩელსი – რეალი 1:3 (1:2)

7 აგვისტო. მაიამი. “სან ლაიფ სთედიუმი” 67273

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (ასპილიკუეტა 73), ეშლი კოული, რამირესი (ესიენი 73), ვან გინკელი (შურლე 73), ლამპარდი (დე ბრიუინი 46), ოსკარი (მოზესი 46), ლუკაკუ (ტორესი 46), აზარი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

რეალი: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო (ნაჩო 73), მოდრიჩი (კაზემირო 73), ხედირა, ისკო (მორატა 84), იოზილი, რონალდუ, ბენზემა (დი მარია 69)

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მარსელო (13), 1:1 რამირესი (16), 1:2, 1:3 კრიშტიანუ რონალდუ (31, 56)

გაფრთხილება: ლამპარდი (36), კეჰილი (58); არბელოა (42)

მსაჯი: ედვინ იურიშევიჩი (აშშ)

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.193587