ფეხბურთი

10:56 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ წლიური 20 მილიონი იუარა

ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ის ცნობით, “მონაკოს” მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლიოვი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ორჯერ შეხვდა და საინტერესო შეთავაზებებით შეეცადა ფეხბურთელის მოხიბლვას, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. გამოცემა ციფრებსაც აკონკრეტებს – კრიშტიანუ რონალდუმ წლიურ გასამრჯელოზე 20 მილიონ ევროზე თქვა უარი.

ესპანური სააგენტოების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი პორტუგალიელ ვარსკვლავს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს – რონალდუ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

 

0.119227