ამერიკული ფეხბურთის, გუნდ “ტენეს-ტიტანს”-ის უკანახაზელი, კრის ჯონსონი მოედნის გარეთაც ძალიან ცქვიტია. 26 თებერვალს ღამით კლუბში წავიდა, გოგონების “ხროვა” გამოიყვანა და 27-ში დილით უკვე “ჰოთ-დოგების” ჯიხურთან იდგა მათთან ერთად. ამ ყველაფრის მოსაწყობად მას მხოლოდ ერთი თვალის ჩაკვრა დასჭირდა.
ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში, სადაც საკმაოდ მკაცრი “დრეს-კოდია”, სპორტსმენი ნახევრად “ჩახდილი” შარვლით მივიდა და შესვლაც არ გასჭირვებია, ის ხომ ვარსკვლავია, ეს კი მისი სტილია.
ჯონსონს გოგონებთან ზედმეტი ლაპარაკი არ დასჭირვებია, ისინი ქუჩის ჯიხურის “ჰოთ-დოგითაც” დაკმაყოფილდნენ. მათთვის ყველაზე მომხიბლავი, ის ფაქტი იყო, რომ მეორე დღეს პრესაში ვარსკვლავთან ერთად დაიბეჭდებოდა მათი ფოტოები. ალბათ, ამიტომ არ გამოირჩეოდნენ დიდი პრეტენზიულობით.