არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ “ნაპოლის” ხელმძღვანელობა თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეძენის გამო შეაქო.
“იგუაინის შემატებით “ნაპოლიმ” წინ ერთი დიდი ნაახტომით წაიწია. გონსალო ჯერ 25 წლისაა, მაგრამ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. ბრწყინვალე ფორვარდია და ამას იტალიაშიც ადვილად დაამტკიცებს. მთავარია ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესი სწრაფად გაიაროს. იმედია, გაშინაურებაში გულშემატკივრებიც დაეხმარებიან”, – განაცხადა კრესპომ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას.