ფეხბურთი

20:18 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო: “არ გამიკვირდება, თუ ზეედორფი “მილანს” გაწვრთნის”

წარსულში ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი კლარენს ზეედორფი კარგი მწვრთნელი გამოვა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მილანს” მასიმილიანო ალეგრი დატოვებს. სახელდება იტალიელის შემცვლელის კანდიდატებიც. ერთ-ერთი მათგანია კლარენს ზეედორფი, რომლის შესახებ კომენტარს ერნან კრესპო აკეთებს.

ერნან კრესპოსა და კლარენს ზეედორს ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ. ერთი სეზონის განმავლობაში, ისინი თანაგუნდლებიც იყვნენ. ასე რომ, გასაკვირი არაა, თუ არგენტინელი ჰოლანდიელს კარგად იცნობს.

“საჭიროა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად კლარენსი. მას აქვს ის აუცილებელი თვისებები, რომელთა წყალობითაც, მწვრთნელობას და დირექტორობას შეძლებს. არ გამიკვირდება, თუ ის “მილანში” მწვრთნელის რანგში დაბრუნდება.” – ციტირებს კრესპოს სიტყვებს Sky Italia.

37 წლის კლარენს ზეედორფი ფეხბურთს კვლავ თამაშობს. 2012 წელს, “მილანიდან” წასვლის შემდეგ, მან ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” მიაშურა.

0.112588