ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 30-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ხორვატული გამოცემების ინფორმაციით, კოვაჩმა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: სტიპე პლეტიკოსა (“როსტოვი”, რუსეთი), დანიელ სუბაშიჩი (“მონაკო”, საფრანგეთი), ოლივერ ზელენიკა (“ლოკომოტივი”).
მცველები: დარიო სრნა (“შახტარი”, დონეცკი), დეიან ლოვრენი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), გორდონ შილდენფელდი, დანიელ პრანიჩი (ორივე “პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), ივან სტრინიჩი (“დნეპრი”, უკრაინა), დომაგოი ვიდა (“დინამო”, უკრაინა), შიმე ვრსალკო (“ჯენოა”, იტალია), იგორ ბუბნიჩი (“უდინეზე”, იტალია).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (“სევილია”, ესპანეთი), ნიკო კრანჩარი (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”, ინგლისი), ოგნენ ვულკოევიჩი (“დინამო”, უკრაინა), ივან პერიშიჩი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), მატეო კოვაჩევიჩი (“ინტერი”, იტალია), მილან ბადელი, ივო ილიჩევიჩი (ორივე “ჰამბურგი”, გერმანია), მარსელო ბროზოვიჩი (“დინამო”), ივან მოჩინიჩი (“რიეკა”, ხორვატია), მარიო პაშალიჩი (“ჰაიდუკი”), სამირი (“ხეტაფე”, ესპანეთი).
თავდამსხმელები: მარიო მანჩჯუკიჩი (“ბაიერნი”, გერმანია), ივიცა ოლიჩი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ედუარდო (“შახტარი”, უკრაინა), ნიკიცა იელავიჩი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), ანტე რებიჩი (“ფიორენტინა”, იტალია), დუიე ჩოპი (“დინამო”).
კოვაჩი საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას 31 მაისს, მალის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის მერე იტყვის. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ხორვატების მეტოქეები ბრაზილიელები, კამერუნელები და მექსიკელები არიან.