ფეხბურთი

22:40 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოშტას ნაცვლად - მუნირი

 

 ესპანეთის ნაკრებში ცვლილებაა, ტრავმის გამო დიეგო კოშტა შეკრებას გამოაკლდა და მის ნაცვლად, ვისენტე დელ ბოსკემ კიდევ ერთი დებიუტანტი მუნირ ელ ჰადადი იხმო.

წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელს, მუხლისქვედა მყესის ტრავმა აწუხებს.

რაც შეეხება ელ ჰადადის, ის ფართო პუბლიკისთვის, ახლახანს გახდა ცნობილი. მიმდინარე ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით ორივე შეხვედრა ჩაატარა და “ელჩეს” კარში გოლის გატანაც მოახერხა. “ბლაუგრანაში” წარმატებულ დებიუტს, ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში გამოძახება მოჰყვა და მუნირმა გუშინ პირველი შეხვედრაც ჩაატარა უნგრეთთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში.

ახლახან კი გაირკვა, რომ19 წლის ფორვარდი ესპანეთის მთავარ ნაკრებში გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 8 სექტემბერს ევროპის 2016 წლის შესარჩევ ციკლში მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

0.112016