ფეხბურთი

11:40 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოშტამ “ვალენსია” დატოვა

“ვალენსიას” ცენტრალურმა მცველმა რიკარდუ კოშტამ კლუბის დატოვება გადაწყვიტა და უკვე კონტრაქტიც გაწყვიტა. Sky Sports-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის სურვილს “ღამურების” ხელმძღვანელობის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტიც გააფორმეს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კოშტა კარიერას. “ვალენსიაში” იგი 2010 წელს, ფრანგული “ლილიდან” გადავიდა და მას შემდეგ, ესპანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 124 თამაშში თავი 10 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115459